პროექტის განხორციელება, რომელიც საზოგადოებაში ლბტ (ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) ქალების და მათთან დაკავშირებული საკითხების ხილვადობის გაზრდას ისახავს მიზნად, 2011 წლის ნოემბერში დაიწყება.
პროექტი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია ტრენინგებისა და ვორკშოპების ციკლი ლბტ ჯგუფისა და მათი მხარდამჭერებისათვის. მეორე და მესამე ეტაპი უკვე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული აქტივობებია.
პროექტით გათვალისწინებულია კვირეულის ორგანიზება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, [...]
თბილისში, 30 ივნისს, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, კაფე “კალაში” რამდენიმე მაგიდა ერთნაირ მაისურებში გამოწყობილმა ახალგაზრდა ქალებმა დაიკავეს.
თეთრ მაისურებზე გამოსახული იყო ანა ცერცვაძის ნახატი და ფრაზა “ჩემი სხეული ჩემი საქმეა”. მაისურები გაკეთდა ორგანიზაციის “ქალთა ფონდი საქართველოში” დაფინანსებით. ეს გახლდათ ფემინისტების და ლბტ თემის და მათი მხარდამჭერების მიერ ინიცირებული ფლეშ-მობი, რომელიც წინა [...]