2010 წლის 28 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქეებმა აღნიშნეს მსოფლიოს მასშტაბით მოწყობილი საპროტესტო აქცია მსოფლიოს 100 ქალაქი ჩაქოლვის წინააღმდეგ. ეს გახლდათ საქართველოს მოქალაქეების მიერ ორგანიზებული მეოთხე საპროტესტო აქცია. ამჯერად, დაახლოებით 25 ადამიანი შეიკრიბა თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წინ, მწვანე პლაკატებით ხელში, რომლებიც მოითხოვდნენ წამების, დევნის, ქალების, ბავშვების, ჰომოსექსუალების და ირანელი ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების სიკვდილით დასჯის [...]
დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ 30-მდე ადამიანი შეიკრიბა, რათა კიდევ ერთხელ გამოეხატათ პროტესტი ირანში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. ორგანიზატორებმა ღია მიმართვა მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელზე, რომელსაც საპროტესტო აქციის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. (მიმართვის სრული ტექსტის სანახავად მიჰყევით ბმულს).
რიგით მესამე პროტესტი, საქინე მოჰამადი [...]