24 ივლისს, მსოფლიოს ბევრ ქალაქში გაიმართა დემონსტრაცია საქინე მოჰამედი აშთიანის სასიკვდილო განაჩერი წინააღმდეგ. თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, დემონსტრაცია ირანის საელჩოს პირდაპირ მოეწყო და 2 საათი გაგრძელდა.
დაახლოებით 35-მა ადამიანმა გამოხატა თავისი პროტესტი სიკვდილით დასჯასთან მიმართებაში. აქციის მთავარი გზავნილი საქინე მოჰამადი აშთიანის სასიკვდილო განაჩენის გაუქმება და სოლიდარობის გამოხატვა როგორც საქინეს ასევე სხვა ირანელ სიკვდილმიჯილთა მომართ. აქციის მონაწილეებმა წაიკითხეს ნაწყვეტი ლექსიდან “მარა ბებუს” (“მაკოცე”) რომელიც ერთ-ერთმა სიკვდილმისჯილმა დაწერა სასჯელის აღსრულებიდან ერთი დღით ადრე და ასევე ჰამის მოსადექის ლექსი “აბი, ხაქესთარი, სიაჰ” (ლურჯი, ნაცრისფერი, შავი). ორივე ლექსი, როგორც თავისუფლების სიმბოლო, ხშირად გამოიყენება საპროტესტო აქციების დროს ირანში.








Discussion
No comments for “პროტესტი ჩაქოლვის წინააღმდეგ”