// თქვენ კითხულობთ...

ქალთა უფლებები

საპროტესტო აქცია ირანელი ქალების მხარდასაჭერად

2010 წლის 19 ივლისს, თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პირდაპირ საპროტესტო აქცია მოეწყო სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. აქციის პროვოცირება საქინე მოჰამადი აშთიანის სიკვდილით დასჯის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია. საქინე 2005 დააკავეს. 2006 წელს ბრალი დასდეს ქმრის ღალატში და 99 როზგი მიუსაჯეს. 2007 წელს უზენაესმა სასამართლომ, საქმის ხელახალი სასამართლოს შემდეგ, მას ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯა, რომელიც მოგვიანებით ჩამოხრჩობით შეუცვალა. განაჩენს სისრულეში 2010 წლის 21 ივლისს მოიყვანენ.

სიკვდილით დასჯა ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი მოსახლეობის დასაშინებლად და დიქტატურის განსამტკიცებლად იყენებს. “ამნესტი ინტერნეიშენელის” მონაცემებით, 2009 წელს, ირანში 388 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით; მხოლოდ 2010 წლის პირველ ნახევარში – 126. მათი უმეტესობა ქალია.

ოცწუთიანი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მიზანი ირანის ისლამური რესპუბლიკის სიკვდილით დასჯის შეწყვეტისაკენ მოწოდება და ირანელი ქალებისათვის სოლიდარობის გამოხატვა იყო.

Photos:
http://www.facebook.com/album.php?aid=2045075&id=1274405591&ref=mf

Video:

In solidarity with Iranian Women


Bookmark and Share

Discussion

One comment for “საპროტესტო აქცია ირანელი ქალების მხარდასაჭერად”

  1. Posted by Tiko Japaridze | ივლისი 22, 2010, 18:50

Post a comment

You must be logged in to post a comment.