დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ სახალხო დამცველის პოსტზე წარადგინა, 30 ივლისს განაცხადა, რომ მისი აზრით აუცილებელია ჰომოსექსუალიზმი კვლავაც გახდეს დასჯადი საქართველოში. ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია საქართველომ 2000 წელს მოახდინა.
„ვფიქრობ უხერხულობას არ უნდა იწვევდეს გავცე პასუხი რასაც ვფიქრობ. მე ვფიქრობ რომ მამათმავლობა უნდა იყოს დასჯადი ქმედება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ის ჩვენი რჯულის კანონით ისჯება და თან [...]