„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ გამოსცა CEDAW კომიტეტისთვის მომზადებული ჩრდილოვანი ანგარიშის ვრცელი ვერსია, რომელიც ასახავს ლბტ ქალთა მდგომარეობას საქართველოში. ანგარიში მომზადდა და გამოიცა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით. სექსუალური ორიენტაცია/გენდერული იდენტობა, როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის საფუძველი უკვე ჩართულია ადამიანის უფლებათადაცვით სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებსა და რეკომენდაციებში. ლბტ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის [...]